LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, სააკაშვილი-ბოკერია წაგებულები რჩებიან: კობახიძე

80
BeFunky-collage (3)

როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, ამას ეყოლება ერთადერთი წაგებული მხარე: ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო, ესაა სააკაშვილი და ბოკერია, რადგან ამ ორ ადამიანში გამოისახება ყველაზე მეტად ამ ორი პოლიტიკური პარტიის სახე. მთავარი გამარჯვებული კი იქნება ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

კობახიძემ დამატებითი განმარტებები გააკეთა გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნ იშნა, რომ აპირებენ წარადგინონ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს პარტიას, რომლის ლიდერიც საკონსტიტუციო ცენზს ვერ დააკმაყოფილებს.

“თუ კომისია დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას” – ვის შეუწყდება მანდატი და რა შემთხვევაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეს კანონპროექტი არის კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულების გარანტირებული მექანიზმი.

მისივე განმარტებით, საუბარია მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე და ეს ვერც ერთ შემდეგ არჩევნებზე ვერ იმოქმედებს.

“ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვისა და შემფასებლისთვის ცხადია, რომ მიუხედავად ფორმალური სტატუსის არქონისა მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა ამ არჩევნებში ღიად, როგორც პარტიის ლიდერი. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი და შესაბამისი ორგანო დაადგენდა, რომ ამ შემთხვევაში ირღვეოდა კონსტიტუციის მოთხოვნა და რომ ყოფილი კანონის ასეთი ჩანაწერი, ეს გახდებოდა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

აუდიენციაზე კვლავ იმ წინადადებათა პაკეტს განიხილავენ, რასაც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს.

„ქართული ოცნებისგან“უკეთესი შეთავაზება წარმოუდგენელია – როგორ აფასებენ ექსპერტები კობახიძის განცხადებას