LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას ბრძანებებს გავცემდი – ივანიშვილი

331
67207845-2397030720356859-5256572793826312192-o

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, მედიასთან პასუხი გასცა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევა მისი ბრძანებით მოხდა.

ივანიშვილმა შესაბამის კითხვაზე, განაცხადა, რომ ეს სიბრიყვეა და წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილი შუაღამისას პოლიციელებთან იქნებოდა კომუნიკაციაში და ბრძანებებს გასცემდა. 

გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი - ივანიშვილი

გახარიამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი. ასეთ სიბრიყვეს და ასეთ ბრიყვულ კითხვას… თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, მათგან მოდის…

როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თბილისში და 200 კაცს რეგიონებში, ხალხი ხედავს ყველაფერს, ხალხი ბრძენია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა აქციის მონაწილეების რიცხვი ძალიან შემცირდა და ეს ხალხი ძირითადად “რუსთავი 2”-ელები არიან.

შეგახსენებთ, 2011 წელს, ივანიშვილი “თავისუფლების დღიურებში” წერდა, რომ მისი დილა 6-ის ნახევარზე იწყება, შესაბამისად ის დღეს ადრე ამთავრებს.

რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენებს:

20 ივნისს ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სპეცრაზმმა დაარბია.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

დაშავდა უამრავი ადამიანი, მათ შორის ორმა ცალ თვალში მხედველობა სამუდამოდ დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები