LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვივარჯიშოთ პანდემიისას

182
კროსფიტი

საქართველოში, პირველი კროსფიტის დარბაზი გაიხსნა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდებარეობს. ერთ სივრცეში მოწყობილია, როგორც დახურული ასევე, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი. ეს პროფესიონალ სპორტსმენებს და მოყვარულებს პანდემიისას უწყვეტი ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.

კროსფიტი არის ვარჯიშის პოპულარული სახეობა, რომელიც სხვადასხვა სავარჯიშოებს აერთიანებს. მაგ: სპორტული ფიტნესი, ფიზიკური დატვირთვა, ოლიმპიური ძალოსნობა და სხვა.

საქართველოში კროსფიტი არ არის განვითარებული. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. აქედან, გამომდინარე მოვამზადეთ ორი დარბაზი, დახურული და ღია, რომელიც სპორტსმენებს მაქსიმალურად შეუძლიათ აითვისონ”, – აცხადებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე.

დარბაზში კვალიფიციური სპორტული გუნდები, სტუდენტები, სამოყვარულო და საბავშვო ჯგუფები მოემზადებიან.

კროსფიტის დარბაზის გახსნის შემდეგ, გიორგი შარვაშიძემ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული, თსუ ფუტსალის გუნდი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

2019-2020 წლების საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი, 2020-2021 წლების ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისათვის ემზადება.

ღონისძიებაზე ასევე, ხელი მოეწერა თსუ-სა და სასკოლო სპორტის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სასკოლო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები