ჭარბი წონა დიდი გამოწვევაა გარდატეხის პერიოდში. ბავშვის წონა პირდაპირი მაჩვენებელია ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარებისა, ამიტომ მნიშნელოვანია, თავიდანვე მივაქციოთ სათანადო ყურადღება და გავაკონტროლოთ წონის კლება-მომატება. მითუმეტეს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სიმსუქნის მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში 20-25%-ით გაიზარდა.

სწორედ ამიტომ, პოლონური კომპანია STUDIO Figura მომხმარებელს წონის კლების გასამარტივებლად, სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ჰორმონალული ცვლილებების დროს ხდება მეტაბოლიზმის შენელება, ეს კი აფერხებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ამ მიზეზის გამო, თინეიჯერები ხშირად იმატებენ წონაში.

”თუმცა, ცხადია, ეს გადაუჭრელი პრობლემა არ არის. ჯანსაღ კვებასთან ერთად, დღის წესრიგში, აუცილებელია, ფიზიკური აქტივობა. მნიშვნელოვანია, მალევე დავიწყოთ ზრუნვა ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმებზე. ჩვენი პოლონური აპარატის, #ROLLShaper-ის კურსის დახმარებით წესრიგდება მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმიდან გამოდის შლაკები და ყველა კუნთის აქტივაციის ხარჯზე გეცვლებათ სხეულის ფორმები. გვაქვს ერთსაათიანი სავარჯიშო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვებრძვით ჭარბწონას მოზარდებში”, – განმარტავენ STUDIO Figura-ში.

ცნობისთვის, STUDIO Figura წარმოადგენს ლიმფოდრენაჟულ სამასაჟე სტუდიოების ქსელს, რომელიც ასევე აწარმოებს პროფესიული ხაზის კოსმეტიკას ორგანიზმისა და სხეულის მოვლისთვის.

”ჩვენ უკვე 10-წლიანი გამოცდილება და მსოფლიოს მასშტაბით 700-მდე ფილიალი გვაქვს. საქართველოში 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა პირველი ფილიალი- ამ ეტაპზე თბილისში სულ ხუთი ფილიალია, ბათუმში – ერთი, ხოლო უახლოეს მომავალში ქუთაისის ფილიალიც შემოგვემატება. ჩვენს სტუდიოებში გვაქვს პოლონური ლიმფოდრენაჟული სამასაჟე აპარატი ROLL Shaper-ი, რომელიც, პირველ რიგში, კარგია ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს ეხმარება სისხლის მიმოქცევის აქტივაციაში, მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში. ეს ყოველივე კი, ორგანიზმს უმარტივებს წონის კლების პროცესს”, – აცხადებენ STUDIO Figura-ში.

მათივე ცნობით, სავარჯიშო პროგრამა 18 პოზიციისგან შედგება (ფეხის ტერფებით იწყება და ზურგის კუნთის დამასაჟებით მთავრდება) და პროცედურა ზუსტად 60 წუთს გრძელდება. როგორც STUDIO Figura-ში განმარტავენ, ROLL Shaper-ის დახმარებით იცვლება სხეულის ფორმები, იშლება ცხიმოვანი მასა, ლაგდება ცელულიტი, სხეულის კანი ხდება მკვრივი და ელასტიური.

ცნობისთვის, STUDIO Figura-ის ფილიალები თბილისში შემდეგ მისამართებზეა წარმოდგენილი: ვაკე, მოსაშვილის N6, საბურთალო, კოსტავას N67, საბურთალო, ნუცუბიძის  N82, გლდანი, ვეკუას N1, დიღმის მასივი, კ.ჩალაძის ქ. 7/6 .

მსგავსი თემები