LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სირთულეების დაძლევა

2388
child

ფსიქოლოგების მტკიცებით, ყველა ბავშვი უნდა შეეჩვიოს პასუხისმგებლობას, რადგან ადრეულ ასაკში ვალდებულებებისგან თავის არიდება, პირდაპირი მანიშნებელია მის ზრდასრულ უპასუხიმგებლობაზე. თუ მშობლი მუდმივად იცავს ბავშვს უსიამოვნებებისგან და მხოლოდ იმის კეთების უფლებას აძლევს, რაც თვითონ უნდა, მაშინ მის მარცხსაც წინასწარ უნდა შეეჩვიოს.

ქცევის ძირითადი წესები – მშობელმა აუცილებლად უნდა შეიმუშავოს  ქცევის ის ძირითადი წესები, რომლითაც ბავშვი იხელმძღვანელებს. პატარამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მიზანს ემსახურება დისციპლინა და რას მიიღებს წესების დაცვით.  ამასთანავე ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მშობელის იმედი, რომელიც მეგზურობას გაუწევს რეალურ სამყაროში და არ ეცდება მოარიდოს უსიამოვნებებს, რადგან ზედმეტი მზრუნველობა მხოლოდ ხელს უშლის მის სრულფასოვან განვითარებას.

გარდატეხის ასაკი – გარდატეხის ასაკში მოზარდს ხშირად უჩნდება წინააღმდეგობის გაწევის და აჯანყების სურვილი, მშობელი კი, ვალდებულია მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად აკონტროლოს მისი ცხოვრება, თუმცა არ შეუზღუდოს არჩევანის თავისუფლება.

პრობლემებისგან თავის არიდება – მშობელმა ზუსტად უნდა განუმარტოს ბავშვს, რომ პრობლემებისგან ან პასუხისმგებლობისგან თავის არიდება – მცდარი გადაწყვეტილებაა, რადგან მუდმივი „გაპარვით“ ბავშვი ვერ სწავლობს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება და დასახული მიზნის მიღწევას. შეაყვარეთ ბავშვს შრომა და ნებისმიერი სირთულის დამოუკიდებლად დაძლევა, რადგან სწორედ პატარა გამარჯვებები განაპირობებს მთავარ გამარჯვებას. ნუ აჰყვებით მის ცრემლებს და კაპრიზებს, რადგან ამგვარ დათმობას არასდროს მოაქვს სარგებელი, მეტიც სწორედ სურვილებზე უარის თქმით ძლიერდება  ბავშვი, რომელიც ურთულეს პრობლემებსაც მარტივად წყვეტს ზრდასრულ ასაკში.

ინტენსიური მუშაობა – ბავშვს არ ესმის რა უპირატესობა აქვს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც არ ითვალისწინებს ჯილდოს. მას არ ესმის, რომ დისციპლინა და სტაბილურობა მხოლოდ წლების შემდეგ ანაზღაურდება. მშობლის ვალია აუხსნას ბავშვს, რომ წარმატებულ მომავალს სწორედ ის ინტენსიიური მუშაობა განსაზღვრავს, რომელსაც ის ახლა ასრულებს.

საკუთარი გამოცდილება – მშობელმა აუცილებლად უნდა გაუზიაროს შვილს საკუთარი გამოცდილება. შესაძლოა ბავშვმა არ მოისურვოს მისი მოსმენა, თუმცა, მშობელი ვალდებულია ადრეულ ასაკში განავითაროს ბავშვში ის მთავარი თვისებები, რაც ზრდასრულ ცხოვრებას გაუმარტივებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები