LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა სტვენა და მოღალატის ძახილი ამას ვაჩვენებთ – ინაშვილი #სირცხვილიას აქტივისტებს

386
maxresdefault-2

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი გუშინ, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტში #სირცხვილიას აქტივისტებს ადანაშაულებს  და ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი პროვოკაციას წამოეგო.

ემზარ კვიციანი პოლიციას, ოპერატორს და აქტივისტებს ურტყამს [ვიდეო]

ინაშვილი მიმართავს #სირცხვილიას აქტივისტებს, რომ აჩვენებს, როგორც უნდა აქციების მოწყობა და”სირცხვილიას” ძახილი.

“ემზარ კვიციანი გამოვიდა პარლამენტის შენობიდან და ის მიემარღთებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ ტაქსისკენ, რომელიც გამოძახებული ჰყავდა. ძალადობა ემზარ კვიციანთან მიმართებაში განხორციელდა და მასზე. ეს ძალადობა გამოიხატებოდა იმ ფორმებში რა ფორმებსაც ეს პროვოკატორები მიმართავენ როგორებიცაა მოღალატის ძახილი და სხვა. ესენი არიანი არა ახალგაზრდა აქტივისტები, არამედ ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივი. როგორ უნდა აქციების მოწყობა, სტვენა და მოღალატის ძახილი, პირდაპირ ვეუბნები ამ ჯგფუს, ამას ვაჩვენებთ,”-აცხადებს ინაშვილი.

გუშინ მომხდარ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება თავად კვიციანი. ის აღნიშნავს, რომ მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რადგან, მისი თქმით, ის არ გასულა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე, კვიციანი ამბობს, რომ მას აქციის მონაწილეები თავად დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„რატომ აწვდით მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას?! მე მათთან არ გავსულვარ! ისინი დამხვდნენ ქუჩაში! ტაქსი გამოვიძახე, პარლამენტთან ამოსასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდათ პოლიციელებს მომიტინგეების გამო, ამიტომაც ვერ ამოვიდა და დამირეკა, რომ ქვევით ვდგავარო. მეც წავედი ჩემი გზით! რომ მივდიოდი, ბოკერია სააკაშვილის ჯგუფი იდგა მარჯვენა შესასვლელთან. მე მათ არც ერთს სახეზე არ ვიცნობ იმ მაქარაშვილის გარდა. ის მყავს ტელევიზიით ნანახი. მოკლედ, რომ მივუახლოვდი, მივესალმე აქეთ პოლიციელებს და იქეთ აქციის წევრებს, გავაგრძელე გზა. მოულოდნელად შემომესივნენ და დაიწყეს სტვენა. შემომეხვივნენ და დაიწყეს შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი პირდაპირ ყურში – მოღალატე, რუსეთის მონა, პუტინის მონა და ერთ-ერთმა გოგონამ ყლ.. შემომძახა. ამდენმა შეურაცხყოფამ, რა თქმა უნდა, გამომიყვანა მწყობრიდან. მანამდე მივდიოდი სიცილით. სტვენაზე არ მიმიცია რეაგირება, მაშინ დაიწყეს ლანძღვა-გინება, მართალია მეც ვაგინე გამწარებულმა. მერე ვიღაც ახალგაზრდა დამხვდა წინ და პირდაპირ დამეჯახა წინიდან. მეც ვუჯიკე და წაიქცა. შემდეგ მე ისევ წავედი წინ. ესენი მომდევენ და მაგინებდნენ. მეც ვაგინე და მართალი გითხრათ, ბევრი რამ კადრებიდან ვნახე, თორე არ მახსოვდა. მწყობრიდან გამომიყვანეს. აღმოჩნდა იგორ გიორგაძის შექმნილი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის შვილი და ის მეძახდა რუსეთის აგენტს! ეტყობა სკოლებში და ინსტიტუტებში არ ასწავლიან სწორად ისტორიას და მაგიტომაც ეს ახალგაზრდები არ ადგანან სწორ გზას! მე რომ ნაკანტუზიებ ყურებში მისტვენ და მოღალატეს მეძახი, იქნებ თუ წიგნებს გიმალავენ იკითხო მაინც, რამდენი სისხლი დამიღვრია ომში, რამდენი რუსული ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა ამიფეთქებია ბრძოლაში! რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს? არ გრცხვენიათ? ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას, მე თუ მოღალატე ვარ, მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს გათავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში. თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად!“,- წერს ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“.

"პოლიციამ რესტორანში წამიყვანა, ვიქეიფეთ და დავბრუნდით" - კვიციანის არასერიოზული პასუხი [ვიდეო]

დააკავებენ თუ არა ემზარ კვიციანს? ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც გუშინ, პარლამენტის წინ კვიციანმა აქციის მონაწილეებს, მედიის წარმომადგენელსა და პოლიციას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა მთავრობას ახალი შემადგენლობით და გიორგი გახარიას მეთაურობით, ნდობა გამოუცხადა. მოსმენები საკანონმდებლო ორგანოში „სირცხვილიას“ მონაწილეების აქციის ფონზე წარიმართა. ემზარ კვიციანი პარლამენტიდან მათთან ჩავიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა და კვიციანი ტერიტორიას გაარიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები