LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვიქცეთ დღევანდელ სავსემთვარეობაზე და ახდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილები

749

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სავსემთვარეობის და იმ შედეგების შესახებ წერს, რომლებიც მას მოაქვს.

„მეგობრებო, დღეს სავსემთვარეობა გვაქვს კირჩხიბის ზოდიაქოში. მთვარე კირჩხიბის მმართველია, ამიტომ სავსემთვარეობას დიდი გავლენა ექნება განსაკუთრებით ქალებზე. მატულობს ემოციურობა, სენტიმენტები, გაღიზიანებადობა ქალებში. (შესაბამისად, მამაკაცებო, როგორმე აგვიტანეთ ამ ერთ დღეს!! :)))

აკონტროლეთ მადა, კირჩხიბი კუჭით იმართება, ამიტომ მოსალოდნელია „მგლის მადა“ ჰქონდეს ბევრ თქვენგანს :))) კარგი დღეა საიმისოდ, რომ საკუთარ ოჯახთან, და-ძმებთან და ნათესავებთან აღადგინოთ ან დაარეგულიროთ ურთიერთობა. იზრუნეთ თქვენს ახლობლებზე და ეს ზრუნვა გაათმაგებული ძალით და სიყვარულით დაგიბრუნდებათ უკან. იოცნებეთ – დაისახეთ კონკრეტული მიზნები, მათი განხორციელების გზები – სავსემთვარეობა განსაკუთრებული ენერგეტიკით ხასიათდება, შესაბამისად ჩვენი სურვილები, რომლებიც სავსე მთვარის პერიოდში ფორმირდება, რეალურად შეისხამს ფრთებს მომავალში. დაფიქრდით, რა გინდათ “გააბევროთ” ცხოვრებაში? სიყვარული? ფული? მეგობრები? – იცოდეთ, რომ ნებისმიერი თქვენი სურვილი სავსემთვარეობისას ასრულებადი ხდება“. – აღნიშნავს სოფია „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.