LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ უფლება შეზღუდულმა ადამიანებმა – დავით ჭიჭინაძე

118
52797653-2741665352540132-3362533748624064512-o

„ვფიქრობ რომ ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ვისაც უნდა საკუთარ თავს დაუწესოს შეზღუდვები და არ არის საჭირო ეს სახელწიფომ დააწესოს მითუმეტეს ასეთ მძიმე პირობებში“,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა. ის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასაც გულისხმობს.

შეიძლებოდა 10-ჯერ მეტი ადამიანი გვყოლოდა დაინფიცირებული, სამაგიეროდ ეკონომიკა გვექნებოდა შედარებით ჯანმრთელი - დავით ჭიჭინაძე

მისი მოსაზრებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსის პრევენციისთვის იყო ზედმეტად მკაცრი.

მისი მოსაზრებით, საქართველოში ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

მსოფლიო გაიყო ორ ნაწილად: ნიღბიანებად და უნიღბოებად. ვისაც სჯერა ამ კატასტროფის და ვისაც არ სჯერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს იმის საშუალება ადამიანებმა საკუთარ თავს დაუწესონ შეზღუდვები. ვფიქრობ რომ ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ვისაც უნდა საკუთარ თავს დაუწესოს შეზღუდვები და არ არის საჭირო ეს სახელწიფომ დააწესოს მითუმეტეს ასეთ მძიმე პირობებში.

როგორ შეიძლება ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩაატარო. შემდეგ თავისუფალმა სამყარომ აღიაროს და ეს არჩევანი გააკეთონ უფლება შეზღუდულმა ადამიანებმა. ვთვლი რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას. საკუთარი თავი შეიზღუდოს მან, ვისაც ამის

„გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება“: პრემიერი აქციების შეზღუდვებზე

"არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები სექტემბრამდე არის დაწესებული".

სურვილი აქვს“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა და გადაწყდა, რომ საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ბიუროს სხდომაზე ხმაურია: ვის უნდა ქონდეს შეზღუდვების უფლება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები