LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ნაწილდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მოსახლეობაზე – ციფრებში გამოხატული კეთილდღეობა

164
Secrets-To-Cash-Back-On-Travel

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მილიონობით ადამიანისთვის განტვირთვის და მოგონებებს შეგროვების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ეს საშუალება ხშირ შემთხვევაში, სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული – მოგზაურობისას ფული გვჭირდება ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, საკვებსა და სხვა მომსახურებებზე.

თანხა, რომელსაც მოგზაურობისას ვხარჯავთ, იმ ქვეყნის ბიუჯეტში შედის, რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვსტუმრობთ. ამიტომ, ქვეყნები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია საერთაშორისო მოგზაურთა შორის, ძალიან დიდი შემოსავალს იღებენ ტურიზმიდან. შემოსავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ტურისტების რაოდენობაზე, ასევე მომსახურების ღირებულებაზე.

ამჯერად განვიხილოთ ევროპის კონტინენტი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად მიმზიდველი იყო ტურისტებისთვის. თბილი ხმელთაშუა ზღვის პლაჟები, არქიტექტურული ძეგლები, ბუნება -ეს ყველაფერი მოგზაურებს იზიდავს. ვნახოთ, რა რაოდენობით შემოსავალი მოაქვს საერთაშორისო ტურიზმს ევროპის რამდენიმე მსხვილ ქვეყანაში.

 

მაგალითისთვის, გასულ წელს მსოფლიოში პირველ ადგილზე ტურისტების რაოდენობით საფრანგეთი გავიდა. საფრანგეთს ესტუმრა 90 მილიონზე მეტი ადამიანი რომლებმაც 67 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ტურისტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე 2018 წელს ესპანეთი აღმოჩნდა -82.8 მილიონმა ადამიანმა მოინახულა ქვეყანა და დახარჯა 73,7 მილიარდი დოლარი. ამავე წელს, გერმანიაში ტურისტებმა 43 მილიარდი დოლარი დატოვეს, დიდ ბრიტანეთში კი 52 მილიარდი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას 2018 წელს 8,7 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, შემოსავალმა კი ტურიზმიდან – 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ნაწილდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის 5 უმსხვილეს სახელმწიფოში, ასეთი სურათი გვაქვს:

საფრანგეთი -1005 დოლარი,

ესპანეთი – 1578 დოლარი,

იტალია – 816 დოლარი,

დიდი ბრიტანეთი – 768 დოლარი,

გერმანია – 518 დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები