პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფეისბუქ-ჯგუფის „მედგიდის“ შესახებ ისუაბრა, სადაც კორონავირუსის და ნებისმიერი სხვა დაავადების შესახებ მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს პროფესიონალი ექიმები პასუხობენ. პედიატრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვირუსის თავისებურებებზე.

ქვეყანაში გვაქვს ფართო გავრცელება და ბავშვთა პოპულაციაშიც იგივე ხდება. ზოგადი გავრცელების 10 პროცენტი უკავია ბავშვებს, უბრალოდ ბავშვებში ვირუსის გავრცელება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსი გახლავთ რესპირაციულ-ვირუსული პათოგენი და მიმდინარეობს ვირუსული ინფექციის მსგავსი სიმპტომატიკით. მერწუმეთ, რომ საქართველოში, კოვიდის გარდა სხვა ვირუსებიცაა გავრცელებული და საკმაოდ ძნელია მათი დიფერენცირება. პირველი რაც უმნიშვნელოვანესია, უნდა დავაწყნაროთ მშობელი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ პანიკას, რადგან სხვა ვირუსები უფრო მეტი გართულებებით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ახალი კორონავირუსი. მე მქონია შემთხვევა, დაწყებული 28 დღიდან, დამტავრებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან, დაახლოებით 8 ასეულზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩემს ირგვლივ და არც ერთი შემთხვევა ჰოსპიტალიზაციისა არ გვქონია. ექიმების დანიშნულებაც უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ დატვირთვა ჩვენს ჰოსპიტალებს. იქ უნდა მოთავსდეს მძიმე პაციენტი და ის უნდა იმართოს რეანიმატოლოგის მიერ.

რაც შეეხება ახალ ჯგუფს, მისასალმებელია, რომ ამ ჯგუფში მაღალი დონის პროფესიონალი ექიმები არიან. თუ იმ მომენტში ვერ გავცემ პასუხს, არიან სხვა მაღალი კომპეტენციის მქონე პეიდიატრები და ისინი უპასუხებენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბავშვებს განსაკურებულად სწრაფი ჩარევა არ სჭირდებათ. მთავარია დავიცვათ ძირითადი რეკომენდაიცები. ეს გახლავთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება და პირადი პასუხისმგებლობა. არ ავყვეთ პანიკას. სპეციალური პლათფორმის მთავარი დანიშნულება ისიცაა, რომ ეს პანიკაა ავარიდოთ მშობლებს.

გვახსოვდეთ, კორონავირუსი არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია და მას უნდა ვუმკურნალოთ ისევე, როგორც რინოვირუსს, ადენოვირუსს და გრიპს. ტემპერატურას ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ და სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა გამოვიყენთ დაახლოებით 39 გრადუსს ტემპერატურაზე. უნდა დავტვირთოთ აუცილებლად სითხეებით, რამეთუ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა. შესაძლოა იყოს კომპოტი, მაგრამ უშაქრო, ასევე გაზგასული მინერალური წყალი, მთავარია სითხეები. ასევე მთავარია, მშობელი არ აყვეს პანიკას და მართოს ის ისევე, როგორც სხვა ვირუსული ინფექცია. ექიმთან უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია. მთავარი სიმპტომი, რამაც უნდა მიიქციოს ყურადღება, ეს გახლავთ სუნთქვის სიხშირის მომატებ, ასევე, როდესაც ბავშვი მივარდნილია, აქვს შეუპოვარი ცხელება, არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, ცნობიერების დართგუნვა აქვს, ამ დროს აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მაგრამ აქვე დავძენ, რომ ბავშვთა პოპულაციაში ასეთი შემთხვევები მცირეა.

მსგავსი თემები