თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი ატისეპტიკური სითხეების დეფიციტის პირობებში, მათ სახლში მომზადებას გვასწავლის. ,,ფორტუნა” მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გთავაზობთ:

“როგორ მოვამზადოთ ანტისეპტიკიკური ხსნარი სახლის პირობებში – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:

1. ეთილის სპირტი, 96%-იანი – 8,333 ლ
2. წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) 3%-იანი – 0,417 ლ
3.გლიცერინი 98%-იანი – 0,145 ლ
4. გამოხდილი ან გადადუღებული წყალი – იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე.

ეს პროპორციები მოწოდებულია დიდი ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის, პირადი მოხმარებისთვის დასამზადებლად გთავაზობთ მცირე პროპორციებს:

800 მლ სპირტი,
40 მლ წყალბადის ზეჟანგი,
15 მლ გლიცერინი
აურიეთ და სტერილური წყლითშეავსეთ 1 ლიტრამდე.

კარგად შევანჯღრიოთ, ჩამოვასხათ ჭურჭელში და გამოვიყენოთ.”

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05