LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიაღწია მარკ ცუკერბერგმა პოპულარობას – ბიზნესმენის ისტორია

1136
41793471742-dd560263b6-k

36 წლის ბიზნესმენი და სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ფორბსის 2017 წლის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია.

ბავშვობა:

მარკი ნიუ-იორკის შტატში, უაით ფლეინსში დაიბადა. ბავშვობიდან პროგრამირება აინტერესებდა. სკოლის ასაკში გატაცებული იყო კომპიუტერული პროგრამების განვითარებით. სწორედ ამ პერიდოში დაწერა რამდენიმე პროგრამა, რომლებმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. მარკმა სასწავლებლად ჰარვარდის უნივერსიტეტი აირჩია და ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სწორედ იქ მეგობრებთან ერთად გაუჩნდა Facebook-ის შექმნის იდეა.

ბიზნესის დასაწყისი:

მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელი 2004 წლიდან, სწორედ ჰარვარდში სწვალის დროს გაუშვა. ამბობენ, რომ ამისთვის მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაც კი გატეხა, რისთვისაც ჰარვარდიდან გარიცხვას უპირებდნენ. მალევე აღნიშნულ ქსელში ბევრი სტუდენტი დარეგისტრირდა. მარკმა მიიღო შემოთავაზებები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ანალოგიური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. საიტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი ბიზნესი წამოეწყო. მარკმა მიატოვა ჰარვარდში სწავლა და დაიწყო დამატებით დაფინანსების მოძიება. ცუკერბერგი შევხდა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელ პიტე ტილის, რომელმაც ცუკერბერგის კომპანიაში ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია ჩადო, რის შემდეგაც მარკმა Facebook-ი გააფართოვა.

2005 წელს Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ქონება:

25 წლის მარკ ცუკერბერგი Facebook -ის წყალობით მილიარდერი გახდა, იგი კომპანიის საკონტროლო პაკეტის 27 პროცენტს ფლობს. 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მილიარდერების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს და დღეს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

ოჯახი:

მარკ ცუკერბერგი დაოჯახებულია. მისი მეუღლე პრისცილა ჩანია, რომელთანაც ჰყავს ქალიშვილები, მაქსი და ოგასტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები