LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაჩეროთ ხველა 3 წამში – გიორგი ღოღობერიძე

1794
gogoberidze20

როგორ გავაჩეროთ ხველა 3 წამში, ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლაივ-ჩართვაში ისაუბრა.

გიორგი ღოღობერიძე: „დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან შემაწუხებელ პრობლემაზე – გაბმულ, ქრონიკულ ხველაზე და მისი მოხსნის ეფექტურ გზაზე. გგონიათ, რაიმე სუპერწამალი უნდა შემოგთავაზოთ? არა, მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს შემოგთავაზებთ. გაბმული ხველის დროს ერთი ჭიქა წყლის ბოლომდე დალევა შემთხვევათა თითქმის ნახევარში მომენტალურად ხსნის ხველას.

ზოგადად ხველასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს ხველას. დღეს ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზზე ვისაუბრებთ. თუ მხოლოდ საღამოს საათებში გახველებთ, დილას კი არა, ეს უდიდესი ალბათობით გამოწვეულია გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ანუ მდგომარეობით, რომლის დროსაც კუჭიდან წვენის ნაწილი უკან საყლაპავში ამოდის და იმის გამო, რომ ადამიანი მწოლიარე მდგომარეობაშია, სასუნთქ გზებში გადადის. შედეგად ვითარდება თავდაცვითი რეაქცია – ხველა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ადამიანს საღამოს, წოლის დროს ახველებს, მით უმეტეს თუ საღამოს საათებში მიიღო საკვები.
გასტროეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული ხველის თავიდან ასაცილებლად ან მასთან საბრძოლველად რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

• ეცადეთ დაწოლისას დაიწყოთ რამდენიმე ბალიში ისე, რომ უფრო მაღლა იყოთ წამოწეული და კუჭის წვენი უბრალოდ ვერ ამოვიდეს საყლაპავში.

• არ მიიღოთ საკვები დაწოლამდე 3 საათით ადრე.

• თუ ხველა დაგეწყოთ, ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. წყალი საყლაპავს გაწმენდს მარილმჟავისაგან და შესაბამისად, ის სასუნთქ გზებში აღარ მოხვდება.

წყალი ხველას მხოლოდ მაშინ აჩერებს, თუ იგი გასტროეზოფაგური რეფლუქსითაა გამოწვეული. ეს მდგომარეობა უმეტესწილად ორსულებს, მწეველებს, ჭარბწონიანებს და საყლაპავის თიაქარის მქონე ადამიანებს აწუხებთ. ამიტომ თუ გინდათ ეს პრობლემა მოაგვაროთ, წონის დაკლებაც კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს. თუ ასეთი ხველა ბავშვს აწუხებს, აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან მარილმჟავა, რომელიც კუჭიდან პირის ღრუში ამოდის, დროთა განმავლობაში კბილებსაც აზიანებს. თუ გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაქვთ, აუცილებლად მიდით ექიმთან. მიმართეთ გასტროენტეროლოგს, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები