LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვავოთ ქოშინი კოვიდის დროს და პანიკური შეტევისას ერთმანეთისგან

304
giorgigogoberidze2024

ექიმი გიორგი ღოღობერიძე “პალიტრის” ეთერში გადაცემა “ნიუსრუმს” ესტუმრა და ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაარჩიოს პაციენტმა, პანიკური შეტევა აქვს თუ კოვიდი და ამ დაავადებით გამოწვეული გართულება.

გიორგი ღოღობერიძე:

პანიკური შეტევა ხშირია ახალგაზრდა ქალებს შორის. სწორედ ქალები რეკავენ ყველაზე ხშირად ექიმებთან ამ ჩივილით. ეს არის შიშის საოცარი განცდა და ამის გამო არის დამფრთხალი. პაციენტს აქვს გულისცემის გახშირებული შეგრძნება. ეს პაციენტები გრძნობენ გულისცემას, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში საგრძნობი არაა. შემდეგი ნიშნები არის ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი. სასწრაფოში სწორედ ქოშინის, ანუ სუნთქვის გაძნელების გამო რეკავენ. როცა პაციენტთან ვრეკავთ და გვაინტერესებს, მართლა აქვთ თუ არა ქოშინი, აღმოჩნდება, რომ ეს არაა ქოშინი, მაგრამ პაციენტს თავად სჯერა ამისი. შეიძლება, უარესიც იყოს, ხრჩობის განცდა. ზოგჯერ ნიღაბზეც კი ჰქონდათ ასეთი შეგრძნება და პრობლემა ამის გამო, რადგან ხრჩობის განცდა ჰქონდათ. კოვისაც ახლავს ქოშინი და პანიკურ შეტევასაც, მაგრამ ამ უკანასკნელის დროს ის გრძელდება 5-დან 30 წუთამდე. როცა კოვიდია, პაციენტს აქვს გამოხატული მთელი დღის განმავლობაში ქოშინი. ამას ემატება ცხელება, მშრალი ხველა და ამ ყოველივეს ფონზე შემთხვევების მესამედში ვითარდება ქოშინი. შეიძლება, კოვიდს თან დაერთოს პანიკური შეტევაც და ამის განსხვავება არ არის ადვილი.

გულ-მკერდში ტკივილი არის კოვიდის მძიმე ფორმის გამოხატულება. თუ მსუბუქი ფორმის კოვიდია, პაციენტს ეს ტკივილი არ აქვს. მძიმე ფორმისას ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვის ინფარქტი ან ბაქტერიული ინფექცია. აუცილებელია პაციენტის ყურადღებით მოსმენა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან გავარჩიოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები