LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოყურებიან ძმები სოსო და კოტიკო თოლორაიები წლების შემდეგ – ფოტო ამერიკიდან

3779
toloraiabakuradze

მომღერალი სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე, ტელეპროდიუსერი, ლაშა ბასლანძე ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან. ისინი ნიუ იორკში არიან, სტუმრად თავიანთ მეგობრებთან, რომელთაც თქვენც კარგად იცნობთ – ძმები სოსო და კოტიკო თოლორაიები ეკრანზე წლების განმავლობაში ჩანდნენ, სოსო, როგორც ტელეწამყვანი, მსახიობი და მომღერალი და კოტიკო, როგორც ტელეწამყვანი. შემდეგ ჯერ სოსო და მოგვიანებით, კოტიკო აშშ-ში გაემგზავრნენ ბედის საცდელად და უკვე დიდი ხანია, იქ ცხოვრობენ.

სალომე და ლაშა სწორედ მათ ესტუმრნენ, ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს და მონატრებული ძმების ხილვის შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას მისცეს. „შენი, ჩვენი ტკბილი თოლორაიები“, წერს ლაშა ფოტოს აღწერაში „ინსტაგრამზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები