LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა სიმღერა Material Girl ახალი თაობის გოგონების ჰიმნი – ნაილ როჯერსის ყველაზე წარმატებული პროექტი

187
madnnwsss

მანამ, სანამ ცნობილი გიტარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი ნაილ როჯერსი ჯგუფ CHIC-თან ერთად ,,ბლექსი არენას” სცენას დაიკავებს, fortuna.ge მის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბობს Like a Virgin გაგახსენებთ.

Like a Virgin მადონას მეორე სტუდიური ალბომია, რომელიც 1984 წელს გამოვიდა. როჯერმა ალბომის შექმნისთვის მეგობრები ბერნარდ ედვარდსი და ტომი ტომპსონი დაიხმარა, მათ მონაწილეობა რამდენიმე ტრეკის შექმნაში მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ Like a Virgin  დიდად არ განსხვავდება მადონას პირველი ალბომისგან, სიმღერები და თემები ბევრად ძლიერია. ეს გახლდათ პირველი ალბომი მადონას შემოქმედებაში, რომელმაც Billboard 200-ის სათავეში მოხვედრა შეძლო. ის გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის ჩარტების სათავეში მოექცა. ხმისჩამწერი სტუდიების ასოციაციამ მას ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა, რადგან ის არც მეტი, არც  ნაკლები 21 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ალბომში 5 სინგლია შესული. მათ შორის Like a Virgin და Material Girl, რომელიც ახალი თაობის გოგონების ჰიმნად იქცა.

ნაილ როჯერსის პროდიუსინგით გამოსულმა  ამ ალბომმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. პირველად სიმღერა MATERIAL GIRL მადონამ MTV Video Music Awards-ზე შეასრულა. ეს გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერფორმანსია MTV-ის შოუს ისტორიაში. მადონა სცენაზე უზარმაზარი ტორტიდან, საქორწილო კაბით გადმოვიდა. მალევე  ამას მოჰყვა მადონას პირველი საგასტორლო ტურნე The Virgin Tour.

 

მას შემდეგ, რაც ალბომიდან პირველი სინგლი Material Girl გამოვიდა, მადონა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მან 1985 წელს MTV Video Music Awards-ის უამრავი ნომინაციის მიუხედავად, ვერცერთი მიიღო. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ „მინი მაუსის“ ხმა გამარჯვებას არ იმსახურებდა. 2003 წელს  MTV-ის დაჯილდოვებაზე სიმღერა მადონამ, ბრიტნი სპირსმა და კრისტინა აგილერამ გააცოცხლეს. დღეს ალბომი მსოფლიოს 200 ყველაზე გავლენიან ალბომთა სიაშია და ამერიკის ნაციონალური ხმისჩამწერი რეესტრის ბაზაში ინახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები