LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი წყლის ჭავლის სამინზე (ფოტოები)

734
BeFunky-collage (3)

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დღეს, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც  იმყოფებოდა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებს და ასევე, სამი წელია ითხოვს პასუხს რატომ მოკლესს თემირლან მაჩალიკაშვილი მისსავე საწოლში.

ტერორისტებისგან წმენდა პროფესიონალურად, ბიჭებო ბრავო – სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე

OC Media-ს ჟურნალისტი მარი ნიკურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ როგორ მიუშვირეს წყლის ჭავლი მალხაზ მაჩალიკაშვილს. მისი თქმით, ეს ორი ფოტო რამდენიმე წამის დაშორებით არის გადაღებული.

,,მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე წამით ადრე, სანამ ჭავლის ქვეშ მოყვება. 20 ივნისს ტყვია მოხვდა”

სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება და ამ წუთებში, სიტყვით გამსოვლები მიმდინარეობს.

"მონებო" - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

ალეკო ელისაშვილი პატრულის მანქანაში ჩასვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები