LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი გაცივებისგან – მარტივი რჩევები ზამთრის სიცივესთან საბრძოლველად

435
tmg-article-default-mobile

ადამიანის ორგანიზმისთვის ზამთარი ერთგვარი სტრესია. აცივებასთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, რაც მოიცავს მადის მომატებას, კვების რეჟიმის ცვლილებას, ფიზიკური აქტივობის შემცირებას და ა.შ

სტრესული მდგომარეობა ხელს უწყობს ორგანიზმზე ვირუსების ზემოქმედების გაძლიერებას. ზამთრის დადგომასთან ერთად იმუნური სისტემა დაქვეითებულია, შედეგად კი ბევრი დაავადება ადვილად იკიდებს ფეხს დასუსტებულ ორგანიზმში.

შეფ-მზარეულის ანდრეა ვულფის პირველი რჩევაა – ისწავლოთ სწორი სეზონური კვება და ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად აუცილებელია იზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. შეგიძლიათ მიირთვათ ფორთოხალი, მანდარინი, კივი, ვაშლი. ისინი არაჩვეულებრივად აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ასევე, აუცილებელია ბოსტნეულის ცოცხალი სახით მიღება. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა ბროკოლის და კომბოსტოს მიღება.

შეამოწმეთ სისხლში თუთიის და  D ვიტამინის დონე

ვიტამინების ქრონიკული უკმარისობა აქტუალობას არცერთ სეზონზე არ კარგავს. ზამთრის პერიოდში სპეციალისტები D ვიტამინის მიღებას გირჩევენ. ის აუმჯობესებს იმუნიტეტს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს გარკვეულ დაავადებებს. ამასთან, რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს მაგალითად, ასაკოვნებს, ეს მოტეხილობებისგან იცავს.

გარდა ამისა, დოქტორი კარინ ჰამბუკი ხაზს უსვამს, თუთიის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებს და ცივ სეზონზე მის მიღებას გირჩევთ. ის სჭირდება ყველა ორგანოს, აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად და რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის. ამასთან, მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის სილამაზე.

დალიეთ თბილი ჩაი

რადგან ყველაზე მთავარი წესი გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ბევრი სითხის მიღებაა, ჩაიზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებთ.

ზამთრის სუსხიან ამინდს, თქვენი გემოვნების მიხედვით, ნებისმიერი სახის ჩაის მი­ღე­ბა უხდება. ცნობისთვის, შავი ჩაი ხელს უწყობს წონაში კლებასა და ნაწლავების ჯანსაღი მიკლოფორის შენარჩუნებას.

ზოგადად, ჩიას აქვს აგრეთვე ანტიკანცეროგენული მოქმედება. მის შემადგენლობაში არსებულ პოლიფენოლებს აქვთ უნარი აქტიურად შებოჭონ კანცეროგენები. გარდა ამისა, პოლიფენოლები აძლიერებენ იმუნიტეტს.

გარეთ ვარჯიში

ახალი არაფერია იმაში, რომ ვარჯიში ადამიანს განწყობის ამაღლებასა და სტაბილური წონის შენარჩუნებაში ეხმარება. გარდა ამისა, სუსხიან ამინდში გარეთ ვარჯიშს სხვა ბევრი უპირატესობა აქვს.

რაც უფრო მეტს მუშაობს სხეული სითბოს შესანარჩუნებლად, ენდორფინების წარმოების მოცულობაც იზრდება. ცივ ამინდში ვარჯიშის შემდეგ, ბედნიერებისა და კარგი განწყობის შეგრძნება უფრო მეტად გეუფლებათ.

ასევე, მიიღებთ D ვიტამინის კარგ დოზას, დაწვავთ მეტ კალორიას. თუკი ზამთრის კლიმატის სიზარმაცეს დასძლევთ,  -10-ზე დაბალ ტემპერატურაში სირბილი ნაკლებად რეკომენდირებულია, რადგან ამ დროს კუნთების დაჭიმვის საშიშროება არსებობს.

ამასთან, ჩაიცვით ისე, თითქოს გარეთ არსებულზე 6-10 გრადუსით დაბალი ტემპერატურა იყოს, ანუ უფრო თბილად. ასე უფრო სწრაფად შეძლებთ ორგანიზმის გახურებას. კარგი იქნება, თუ სახლიდან გასვლამდე ცხელ შხაპს მიიღებთ და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, წყლის მომარაგება.

შესაძლოა თავდაპირველად რთული იყოს, თუმცა შემდგომ ეს ყოველივე მარტივდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები