LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავეხმაროთ პატარას თვითშეფასების ამაღლებაში – რჩევები მშობლებს

574
fit_930_519_false_crop_1500_1200_0_0_69462_1a56a44386

ადამიანს საკუთარი ქცევის, დადებითი, უარყოფითი თვისებების ანალიზი ახასიათებს და სწორედ ესაა თვითშეფასება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვილობაში ყალიბდება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. თვითშეფასება არა მხოლოდ კრიტიკული დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ, არამედ გააზრებული გადაწყვეტილების მიღების, მიზნის დასახვის და მიღწევის უნარი.

თვითშეფასების ამაღლებაში ბავშვს ყველაზე მეტად სიყვარული, პატივისცემა და მშობლების შექება ეხმარება, მუდმივი მორჩილება, უყურადღებობა და საყვედურები კი, საგრძნობლად აკნინებს მის თვითრწმენას.

დაკომპლექსებულ ადამიანს, რომელმაც არ იცის საკუთარი თავის ფასი, ყოველთვის უჭირს პრობლემების დაძლევა და ვერასდროს აღწევს დიდ წარმატებას. ამასთანავე, ზრდასრულ ასაკში თვითშეფასების ამაღლების სურვილი, ამპარტავნობის მიზეზი ხდება, როცა ადამიანი აბსოლუტურად კარგავს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარს და ვერ იტანს სხვათა კრიტიკას, რაც სინამდვილეში ისევ კომპლექსების და დაკარგული თვითრწმენის შენიღბვის მცდელობაა.

თვითშეფასების ამაღლების რამდენიმე მეთოდი 

  • დაეხმარეთ პატარას სწორად განსაზღვროს საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებები, სუსტი და ძლიერი მხარეები.
  • დაივიწყეთ ძველი შეცდომები და მოერიდეთ კრიტიკას, აუხსენით რომ შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და დაარწმუნეთ საკუთარ წარმატებაში.
  • სწორად განსაზღვრეთ ბავშვის ნიჭი და უნარები, დაეხმარეთ იმ საქმის, ჰობის მოძიებაში, სადაც სრულად შეძლებს საკუთარი ნიჭის რეალიზებას.
  • ასწავლეთ დღის დაგეგმვა, მიზნის სწორად დასახვა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
  • აუხსენით, რომ აუცილებელია მიიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, ამიტომ არ ღირს ბავშვის თანატოლებთან შედარება და მათ ფონზე ნეგატიური თვისებების ხაზგასმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები