LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აპირებს მთავრობა ტურისტების მოზიდვას – ტურიზმის დახმარების გეგმის დეტალები

553
48df8ba258115e4dcb83e5566ced4c7f

საქართველო უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს – ეს განცხადება პრემიერმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

“ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე  ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია,- ამბობს გახარია.

 

 

რას გულისხმობს ტურიზმის სფეროს ანტიკრიზისული გეგმა

პრემიერი: ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთხო ტურისტული ზონები

მთავრობამ ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა. დოკუმენტში წარმოდგენილია დახმარებების პაკეტი, რომლის გადახდასაც მთავრობა ამ სექტორისთვის გეგმავს. გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა იმ შეღავათებზე და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ტურისტულ სექტორს აქამდე გაეწია და მომავალშიც იგეგმება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

ტურიზმის სექტორი წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, საშემოსავლოს კი 9 თვით გადაუვადებენ

 

სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარია, მთავრობა სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს.
სახელმწიფო, სარესტორნო ბიზნესს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს 30%-იან თანაუზრუნველყოფას ჰპირდება.

 

როგორ დაეხმარება სახელმწიფო გიდებს: მთავრობა პროგრამას ამუშავებს

 

როგორ ნაწილდება სუბსიდირების პროგრამა

  • ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება – 45 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);
  • ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) – 90 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);
  • სასტუმროების სესხების სუბსიდირება – 60 მილიონი ლარი (3000 სასტუმროსთვის);
  • ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა – 5 მილიონი ლარი.

 

ემუქრება თუ არა საფრთხე ზღვის სეზონს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დამაიმედებელია სპეციალისტების პროგნოზი, რომ ზღვის წყალი ეპიდემიის გადამტანი არ არის.რაც შეეხება სეზონის გახსნას და სასტუმროების მზაობას, რიჟვაძე განმარტავს, რომ აჭარაში ხვალიდან შემსუბუქდება და მოიხსნება შეზღუდვები, თუმცა მაქსიმალურად გაითვალიწინებენ ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და უსაფრხთოების ნორმებს.

 

 

პრემიერმა გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის თარიღებიც დაასახელა, თუმცა გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ  ეს არ ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას და ის  ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია.

როდის გაიხსნება თბილისი და სხვა ქალაქები: გადაწყვეტილება მიღებულია

 

რა გაიხსნა აქამდე

6-ეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა. პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

დღეის მდგომარეობით, შეზღუდვები შემდეგნაირად შემსუბუქდა:

  • 5 მაისიდან უკვე გახსნილია ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა;
  • 27 აპრილიდან დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
  • ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
  • შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
  • გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.