LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ანუგეშებს უფროსი და ლეიკემიასთან მებრძოლ სამი წლის ძმას – ამბავი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ

302
69768375-369899843912096-7432764394074800128-n

უკვე რამდენიმე დღეა ბრიტანული პრესა გულისამაჩუყებელმა ფოტომ მოიცვა. ამბავი, გასულ წელს,  აგვისტოში დაიწყო, როდესაც სამი წლის ბეკეტ ბურგს ექიმებმა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ანუ სისხლის თეთრი უჯრედების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

3 წლის ბრუგმა ლეიკემიის დასამარცხებლად ქიმიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა, რის შემდგომ გამოვლენილ გვერდით მოვლენებს, ერთი წლით უფროს დასთან ერთად უმკლავდება.

https://www.facebook.com/matthewkaitlin.burge.3/posts/2474098939487880

ფოტოზე, სწორედ ის ამაღელვებელი მომენტი ჩანს, როცა გოგონა ძმას ყველაზე რთულ სიტუაციაში ანუგეშებს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მკურნალობის პარალელურად, 3 წლის ბურგი დისგან მუდმივად სიყვარულს და მხარდაჭერას იღებს, რასაც 4 წლის ობრის ფოტოარქივიც ადასტურებს.

,,მუდმივად გესმით პრობლემები ფინანსური და სამედიცინო ჭრილში, თუმცა როცა ბავშვს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, ყველაზე რთულია ის, რომ ეს მთელ ოჯახზე აისახება. ეზოში თამაშის ნაცვლად, ჩემი ოთხი წლის ქალიშვილი უყურებდა თავის უმწეო ძმას და არ იცოდა რა სჭირდა.

ობრი ხვდებოდა, რომ სიცოცხლით სავსე ენერგიული ძმა მუდმივად მძინარე, უემოციო ბიჭად გადაიქცა. მას აღარ უნდოდა ძველებურად თამაში და დამოუკიდებლად სიარულიც არ შეეძლო. ობრიმ საკუთარ თავს დაუმტკიცა, თუ რამდენად მზრუნველია”- ამბობს კეიტლინ ბურგი

დედა ასევე განმარტავს, თუ რატომ მოუწია მის ქალიშვილს, ასეთ პატარა ასაკში, ძმის ავადმყოფობის ნახვა.

,,ბავშვებს ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ და ავადმყოფობის გამო, ერთმანეთს არ უნდა დავაშოროთ. ამ ამბის მერე, ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ და მიხვდნენ, რომ ასეთ ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერია”- ამბობს დედა

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2121712388059872&set=a.1394384210792697&type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები