LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი – ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

2935

თუ დილას იღვიძებთ დაღლილი, ხართ გაღიზიანებული და ყურადღება გეფანტებათ, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გაქვთ. თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე ,,იმედის” ეთერში გვესაუბრება ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი.

– ძალიან ბევრი ადამიანისთვის აქტუალური თემაა ქრონიკული დაღლილობა. რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ზოგადად ქრონიკული დაღლილობა?

ქრონიკული დაღლილობა ეს არის სერიოზული დარღვევა, როდესაც ადამიანს აქვს დატვირთვის აუტანლობა და მუდმივი დაღლილობის განცდა. ზოგადად დაღლილობა ფიზიოლოგიური და ჯანსაღი შეგრძნებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უძღოდა გარკვეული დატვირთვა. მაგალითად, თუ ადამიანმა წინა დღეს ბევრი იმუშავა, მათ შორის ფიზიკურად, ან ცუდად ეძინა, ბუნებრივია, რომ მეორე დღეს ის იყოს დაღლილი, მაგრამ როდესაც ეს აღარ არის სიტუაციური და მიუხედავად იმისა, რომ თვეების მანძილზე ადამიანი ნორმალურ რეჟიმში ისვენებს, ის მაინც დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებს, საქმე გვაქვს უკვე ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები