LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად – ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის რჩევები

resize

მუდმივად ცვალებად სამყაროში, როცა ძალიან გვიჭირს ინოვაციების ფეხის აწყობა, პატარების მოთხოვნილებებიც იცვლება. მართალია, ბევრს ბავშვის სწორად აღზრდა  რთული ეჩვენება, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინებაც საკმარისია, რათა ჩვენი პატარა დამჯერი და მოსიყვარულე, მოწესრიგებული და ყურადღებიანი ადამიანი გაიზარდოს.

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს! – ერთი შეხედვით მარტივი რჩევა საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან მუდმივად დაკავებული, საკუთარ საქმეებში ჩაფლული მშობლები, ბავშვის თავისუფალ დროს შევსებას გაჯეტებით ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რამდენად აუცილებელია პატარასთან საუბარი და თამაში, რადგან დროთა განვალობაში ბავშვს ავიწყდება მშობლების საჩუქრები, მათთან ერთად გატარებული დრო კი, ყოველთვის კეთილად ახსენდება.

მეტი ესაუბრეთ ბავშვს – დაინეტრესდით პატარას ცხოვრებით, ესაუბრეთ მის პედაგოგებს და მეგობრებს, დაუზარებლად გაეცით პასუხი ყველა შეკითხვას და დროულად იზრუნეთ იმ ფქიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, რაც ბავშვს ეჭვების დაძლევასა და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერებაში დაეხმარება. შეგიძლიათ ერთგავრ თამაშშიც ჩააბათ და ყოველდღე თითო ისტორია მოაყოლოთ სკოლის ცხოვრებიდან.

ასწავლეთ ბავშვს პრობლემის მოგვარება –  ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც შვილს გაუკეთებთ, პრობლემის გაანალიზების და დამოუკიდბლად გადაჭრის სწავლებაა, რადგან მიუღებელია ბავშვის მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. მიეცით პატარას შეცდომის დაშვების, გათვალისწინების და შესაბამისად მოქმედების უფლება, რადგან ნებისმიერი მცირე გამარჯვება ერთის მხრივ, თვითრწმენას მატებს, მეორეს მხრივ კი, ასაკთან ერთად სერიზულ პრობლემებთან გამკლავებას ასწავლის.

ხშირად გადაუხადეთ ბავშვს მადლობა – ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანი, რომელსაც ხშირად ესმოდა ბავშობაში მადლიერების სიტყვები, სხვაზე ხელგაშლილი და გულისხმიერი, ბედნიერი და ჯანმრთელია. მშობელმა ადრეულ ასაკშივე უნდა განსაზღვროს პატარას მოვალეობები და არასდროს დაივიწყოს შესრულებული საქმისთვის მისი შექება და მადლობის გადახდა.

გაამდიდრეთ ბავშვის მსოფლმხედველობა – მეცნიერათა დასკვნით, პატარები მხოლოდ ახლობლებს გულშემატკივრობენ და უთანაგრძნობენ, ამიტომ ეტაპობრივად მიაჩვიეთ ბავშვი ახლადშეძენილი ნაცნობების მოსმენას და მათთან თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ურთიერთობას. აუხსენით, რომ ადამიანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან და ადრეულ ასაკში განუვითარეთ შემწყნარებლობა მათი კანის ფერის, რწმენის და სხვა თავისებურებების მიმართ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ჩვეული გარემოს საზღვრების დაძლევას და „განსხვავებულ“ ადამიანებთან კომუნიკაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები