LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვიდგინოთ ყნოსვა კორონავირუსის შემდეგ: პარფიუმერის რჩევები

529
ვერონიკა0101

პროფესიონალი პარფიუმერების ზოგიერთი ხრიკი იმ ადამიანებს, ვინც COVID-19 გადაიტანეს, ყნოსვის აღდგენაში დაეხმარებათ. ამის შესახებ ექსპერტი-პარფიურმერი, ვერონიკა ბრუხოვეცკაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, კორონავირუსის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი ყნოსვის დაკარგვაა. გარკვეულ ნაწილს სუნის შეგრძნება რამდენიმე დღეში უბრუნდება, ნაწილს კი შეიძლება თვეებიც დასჭირდეს. ამისათვის საჭიროა ყნოსვითი მეხსიერების გავარჯიშება.

უნდა ივარჯიშოთ არომატის შესწავლაზე. თუნდაც ეს იყოს უცნობი სურნელი, მაგრამ უმჯობესია უკვე ნაცნობი სუნებით გააკეთოთ. გამოგადგებათ ყველაფერი, რაც სამზარეულოში მოიძიება. მაგალითად, ფორთოხალი, მანდარინი, სანელებლები, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და ა.შ. დღის განმავლობაში, რამდენჯერმე აიღეთ და დაყნოსეთ. გაიხსენეთ, როგორი სუნი აქვს მათ, რა შეგრძნებები გეუფლებათ. ეს დაგეხმარებათ აღიდგინოთ ყნოსვითი მეხსიერება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის, ყნოსვის დაკარგვა უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ პროფესიონალებისათვის ეს ასატანია, რადგან მათ დაცვის საკუთარი მეთოდი გააჩნიათ.

ჩვენ ვართ ყველაზე დაუცველი ჯგუფი, რადგან ცხვირი პარფიუმერიის ერთ-ერთი იარაღია და მისი მგრძნობელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა განსაკუთრებულად ვცდილობთ, მეტი ყურადღება მივაქციოთ საკუთარ იმუნიტეტს, რომ კორონავირუსით არ დავავადდეთ. ამისათვის საჭიროა მეტი შეხება ეთერზეთებთან. ეს საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები