LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღინიშნება ქალთა დღე სხვადასხვა ქვეყანაში

192
1546973901912

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში  აღინიშნება. უმეტეს ქვეყანაში  ეს არის დღე, რომელიც ძირითადად  ქალთა მიღწევების აღნიშვნას ეძღვნება. „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის საინტერესო ტრადიციის შესახებ გიამბობთ.

 

ჩინეთი

ჩინეთში  ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ქალების მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვით. დასაქმებული ქალები ნახევარ დღეს მუშაობენ.  მამაკაცები განსაკუთრებული საჩუქრებით ცდილობენ მათ მოხიბვლას. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ქალთა დაჯილდოების ცერემონია მათი მიღწევებისთვის და  სპეციალური ღონისძიებები ქალბატონების მონაწილეობით სწორედ ამ დღეს იმართება.

საუდის არაბეთი

2017 წლიდან ყოველწლიურად ქალთა დღის მსგავსი ღონისძიება ტარდება  საუდის არაბეთში.ღონისძიებები იმართება 1-3 თებერვალს, სადაც მოქალაქეები ერთად განიხილავენ ქალთა უფლებებს. ბოლო წლების განმავლობაში საუდის არაბეთი მწვავედ გააკრიტიკეს თავისი მიდგომის გამო  გენდერული თანასწორობის მიმართ და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015 წლის გლობალური გენდერული ხარვეზების მოხსენებაში გენდერული თანასწორობის მიხედვით 145-ე ადგილი მიანიჭეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ამ თემატიკაზე სამდღიანი ქალთა უფლებების დღის აღნიშვნა.

იტალია

ქალთა საერთაშორისო დღე იტალიაში „La Festa Della Donna“- ს სახელით არის ცნობილი. იტალიელ ქალბატონებს ამ დღეს უმეტესად მიმოზებით ულოცავნ. ყვითელი ყვავილი შეირჩა ნაწილობრივ იმიტომ, რომ სწორედ მარტის დასაწყისში  ყვავილობს.

პოლონეთი

ქალთა დღე პოლონეთში არის მათი მიღწევების აღნიშვნის დღე, ასევე  საჩუქრების გაცემისა და ზოგადად ქალთა მიმართ  პატივისცემის განმტკიცების დღე.

მეორე მსოფლიო ომამდე, სოციალისტური მთავრობები ამ  დღეს ქალის იმიჯის განმტკიცებისთვის იყენებდნენ. ქალები ამ დღეს ტრადიციულად მიხაკებს იღებდნენ საჩუქრად, ასევე პოპულარულია ტიტები.

დიდი ბრიტანეთი

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში არ არსებობს სპეციალური ტრადიციები, ქალთა საერთაშორისო დღისთვის ყოველწლიურად უამრავი ღონისძიება ტარდება, მათ შორის სემინარები, მოხსენებები და დემონსტრაციები. ეს დღე განიხილება, როგორც ქალთა უფლებების განხილვის,ცნობიერების ამაღლებისა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე.

ინდოეთი

ინდოეთშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალთა დღის აღნიშვნას,თუმცა ის როგორც ბრიტანეთში ქალთა უფლებების დაცვას ეხება. ყოველწლიურად ქვეყანაში ამ თემატიკაზე ტარდება გამოსვლები და სემინარები, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

 

მადაგასკარი

საინტერესოდ აღნიშნავენ ქალთა დღეს მადაგასკარში. ეს დღე სოფლებში უფრო მხიარულია. ქალები ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები ერთად ცეკვავენ ქუჩებში, თუმცა ქალაქებში მას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს.

კიდევ ბევრი ქვეყანა აღნიშნავს მსგავს დღესასწაულს სხვადასხვა ტრადიციებით,თუმცა ბევრი არაა საქართველოს მსგავსად ქვეყანა,რომელიც ამ დღეს ქალბატონებისთვის განსაკუთრებული სიხარულის,პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატად გეგმავდეს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები