LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის წარსდგება პრემიერი პარლამენტში – მოხსენების თარიღი ცნობილია

61
ღარიბაანთ გიორგა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის თარიღი ცნობილია. კანონდმდებლების წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი მოხსენებით 25 ივნისს წარსდგება.

მოსმენა საგაზაფხულო სესიის ბოლო დღესაა დაგეგმილი.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტარებთან, მთავრობის საქმიანობის შესახებ, მისი ხელახალი გაპრემიერების შემდეგ, პირველად ისაუბრებს.

ანგარიში ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რომელსაც მთავრობა ატარებს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ოთხ საკვანძო მიმართულებაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, კონფლიქტის მოგვარებასა და ადამიანის უფლებებზ