LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის წარადგენს Apple -ი ახალ მოდელებს უკვე ცნობილია

115
2558559803_daf1a5562a_o

ამერიკულმა გიგანტმა Apple 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა. კომპანია ახალი მოდელების წარდგენას 25 მარტს, აშშ-ში ქალაქ კუპერტიონოში გამართავს. ღონისძიებას ათასობით ჟურნალისტი და დეველოპერი დაესწრება.

Apple-ის პრეზენტაციის დაანონსებისთანავე, ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა თუ რა ტექნოლოგიებს წარადგენს Apple. ტექნოლოგიის ექსპერტები Apple-ის ნოვაციური ტელევიზიის, ახალი ბიუჯეტური iPad-ის და განახალებული უსადენო AirPods-ების წარდეგნას ელოდებიან.. ექსპერტები ღონისძიებაზე ასევე, არ გამორიცხავენ მუსიკალური პლეიერის iPod-ის განახლებულ მოდელის დაანონსებასაც.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის პრეზენტაცია Live რეჟიმში გადაიცემა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები