LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები და როგორ უნდა მოიქცეთ თუ მართვის მოწმობას დაკარგავთ

6841
Capture

ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრების შეცვლის ბოლო თარიღი 1 სექტემბერია. ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტორში განუცხადეს.

შესაბამისად, ევროსტანდარტებით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების ახალი ნომრების ასაღებად მძღოლებს 2 თვე დარჩათ.

უწყების ცნობით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა 72 ლარი დაუჯდებათ. ამ ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა.

რაც შეეხება ფასიან ნომრებს, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას მოქალაქე თავად არჩევს. მათი მინიმალური საფასური 150, ხოლო მაქსიმალური 10 ათა­სი ლარია.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მართვის მოწმობას დაკარგავთ

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მის აღსადგენად მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოთ.

მოწმობის აღდგენის საფასური 35 ლარია, თანხის გადახდის შემდეგ კი სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარადგინოთ.

დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მართვის მოწმობას სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ. მომსახურებს მიღება სააგენტოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი.

 

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს:

  • მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
  • მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
  • მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
  • მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები;

ამ შემთხვევაში მისი შეცვლა 15 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტებს, ესენია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.

პოპულალურები