LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყება რეგისტრაცია და სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

1919
67090576-2288043844577009-8327335077432262656-o

საქართველოს მასშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სხვადასხვა დროს იწყება. 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს 28 740 ახალი სტუდენტი ეყოლება.

პირველკურსელებმა, რომლებმაც უკვე იციან რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის თავის უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ. ვადებს ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სწავლის დაწყების თარიღს, თავად უმაღლესი სასწავლო დაწესებულება განსაზღვრავს.

„ფორტუნა“ გთავაზობთ ინფორმაციას, სად როდის იწყება რეგისტრაცია და სწავლა 2019-2020 სასწავლო წელს:

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


თსუ-ში სწავლა 16 სექტემბერს იწყება. პირველკურსელებმა ხელშეკრულებები დღეიდან – 9 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააფორმონ. რაც შეეხება აკადემიურ რეგისტრაცია ანუ საგნების არჩევას ეს პროცესი 9 სექტემბრიდან – 16 სექტემბრამდე იქნება.

თსუ-ში 7 ფაკულტეტის, 67 საბაკალავრო პროგრამაზე, 5300 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას უნივერსიტეტში სწავლა 7 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 23 სექტემბერს იწყება. რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის დღეს დაიწყო და 19 სექტემბერს 16:00 საათზე დასრულდება.

სტუ-ში წელს 26 ათასამდე ვაკანტური ადგილი იყო. ასევე, 25 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ-ში სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი იწარმოებს 9-იდან 21 სექტემბერის ჩათვლით. არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლა 9 სექტემბერს იწყება. საბუთების მიღება დღეს დაიწყო და 3 სექტემბერს 17 საათზე დასრულდება. 4 სექტემბერს პირველკურსელებისთვის დაგეგმილია საორიენტაციო შეხვედრა. 4,5 და 6 სექტემბერს კი პირველკურსელებმა საგნებზე ელეტექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

კავკასიის უნვივერსიტეტს წელს 1450 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული.

 

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 9 სექტემბერს დაიწყება. 2019-2020 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

1-ლი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 4 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 5 სექტემბერს 14:00 საათზე. მეორე ეტაპი   მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 16 სექტემბრიდან. რეგისტრაცია კი დაიწყება 9 სექტემბერს და 13 სექტემბერს დასრულდება.


საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება, რეგისტრაციას, ის 2 სექტემბერიდან 12 სექტემბრის ჩათვლით იქნება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები