LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ამირან გამყრელიძის განმარტება

213
5e33dc56b542d

“სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს,”-ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით გააკეთა და ხაზი გაუსვა იმას, რომ დროულმა გადაადგილების შეზღუდვამ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება შეაკავა.

​ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10-კაციანს - ამირან გამყრელიძე

“​ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ქორწილების გადახდისგან თავი უნდა შევიკავოთ. „კორონავირუსმა კარგად გვასწავლა ხელების დაბანა, ხომ? მთელი ქვეყანა სადაც შედის ძალიან ხშირად სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებენ ხელებს. ამასაც გვასწავლის, რომ ხანდახან ზღვარგადასული ბევრი ჩვენი კარგი […]

“მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერში” ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები