LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აღარ არის გადამდები კორონავირუსიანი პაციენტი – ქართველი ექიმის განმარტება

4193
tamarhamurashvili

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინსტრუქციას აქვეყნებს, რომელიც თვითიზოლაციიდან გამოწერის წესებს ეხება.

„იზოლაციის დასრულების კრიტერიუმები

რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ მოწოდებულია იზოლაციის დასრულების კრიტერიუმები, რომელსაც გამოიყენებთ როგორც კლინიკაში ასევე ამულატორიულ ნაწილში.

საინტერესო სიახლეა ე.წ. Ct-ნიშნული (Cycle Threshold). ვირუსის გამოყოფა, როგორც ვიცით, კვირეები შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი გადამდებია, ანუ საქმე გვაქვს რეაპლიკაციის უნარმოკლებულ (გამრავლების უნარი) ვირუსთან, ე.წ. მკვდარ ვირუსთან.

Ct-ნიშნული ახდენს დნმ/რნმ-ის მოლეკულების ქვანტიფიცირებას Real Time Quantitative PCR-ის რეაქციის დროს. ანუ გვიჩვენებს მრუდის იმ ნაწილს, როცა ფლუორესცენტი პირველად ზღვარს გადასცდება (იხილე სურათი). რაც უფრო მეტი დნმ/რნმ-ია მასალაში PCR-ტესტის დასაწყისში, მით უფრო სწრაფად ჩნდება ფლუორესცენტული სიგნალი. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია Ct-ნიშნული მით უფრო ცოტა ვირუსის დნმ/რნმ-ია საკვლევ მასალაში და შესაბამისად, ნაკლებად გადამდებია ადამიანი.

თუ Ct > 30 პაციენტი გადამდებად აღარ ითვლება და შეიძლება, გაეწეროს ბინაზე.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები