LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც პუტინი დაიწყებს ხოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება [ვიდეო]

1810
maxresdefault

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოსთვის, აღელვების მიზეზი აღმოჩნდა.

ალექსეი გონჩარენკომ ორგანიზაცია ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ კვირაში მილიონობით გული 50 ცენტად გაიყიდა.

“მსოფლიოში ვაჭრობის დროა – დიდი ფასდაკლება. ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია და ადამიანის უფლებები – 25 მილიონად. კანონის უზენაესობაც. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვანაირადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა – უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.

მე მოვისმინე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება: მოდით, მოვიწვიოთ სირია ჩვენს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ თქვენი ლოგიკის მიხედვით, ჯობია, რომ ბაშარ ასადი იყოს აქ, შიგნით და არა – ჩვენი ორგანიზაციის გარეთ.

მთელი ცხოვრებავფიქრობდი, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მასთან ერთად.

რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ ყველას მოგვმართა: „ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ“. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები და სისტემა “გრადი” გასანადგურებლად.

უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს ხოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის ციხეში არაფრის გამო, უკვე ხუთ წელზე მეტია არის, ამბობდა: “თუ ჩემი ბედია, ვიყო ლურსმანი ტირანის კუბოს სახურავზე, თანახმა ვარ ასეთი ბედის. თუ უკრაინის ბედია, იყოს მარტო ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც, ჩვენთან მოვიდა, – კარგი, დაე, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ! და ვიცი, რომ ეს, ასეც იქნება!” – განაცხადა გონჩანერკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები