LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია – მდინარაძე ვოლსკის ჟესტზე

88
mamuka-606590df0e9a2 (1)

ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება ჩაწეროთ კომენტარი. არ მგონია, რომ კარგი რამ გავაკეთეო თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, -ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემემილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა ამ ყველაფერს, შეიძლება შენ გულწრფელიც კი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია”. – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსნებთ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებულების რიცხვი 13-მდე გაიზარდა – დაკავებულია მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი ნიკა ფარულავა

აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გია ვოლსკის აქციის მონაწილეებმა „მონა“ უწოდეს, მან კი აქციაზე მყოფებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამას სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციამ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g