LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მაღალი ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის – ეკა უბერის რეკომანდაცია მშობლებს

thumbnail

პედიატრმა ეკა უბერმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას გრიპის სეზონზე და ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ყველაზე ხშირ სიმპტომზე, მაღალ ტემპერატურაზე ისაუბრა.

კითხვაზე, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხელება შეუპოვარია და მედიკამენტებით ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის, ექიმი-პედიატრი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს.

„ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ეკა უბერთან ჩაწერილი ინტერვიუდან:

„პირველ რიგში სიცხის დამწევი პრეპარატის მიცემაა საჭირო, მისი მიღება შეიძლება არაუმეტეს ოთხჯერ დღეში 4-6 საათიანი ინტერვალებით.
ძალიან ხშირად, პირველი 24-36 საათის განმავლობაში რთულად ექვემდებარება ტემპერატურა სიცხის დამწევს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ჯგუფის პრეპარატს, რომელიც უკვე მიცემული გვაქვს, უნდა დავუმატოთ სხვა ჯგუფის პრეპარატი და დოზა გავაორმაგოთ. შეგვიძლია, ფიზიკური მეთოდებით მივეხმაროთ, მათ შორის თბილი წყლის აბაზანით. 36-37 გრადუსზე გამთბარი წყალი დაეხმარება ტემპერატურის გამოსვლას ორგანიზმიდან. მშობელი დროს იგებს, ამასობაში სიცხის დამწევი პრეპარატის მეორეჯერ მიცემის დრო დადგება და დოზის გადაჭარბება აღარ მოგიწევთ.
მაღალი სიცხის არსებობა არ ნიშნავს ანტიბიოტიკების მიცემის საჭიროებას. ძალიან ხშირად ვირუსული ინფექციები იწყება ე.წ. ჰექტიური ტემპერატურით, რაც არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ანტიბიოტიკების მიღების აუცილებლობა ლაბორატორიული მონაცემებით დასტურდება. ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და დაავადების ხანგრძლივობას ვერ ამცირებს.“

ვრცელი მასალის სანახავად იხილეთ ბმული:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები