LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა გყავს ძლიერი დედა, შენც ძლიერ გოგოდ იზრდები

5194
23798893-10208310193311612-1873126614-o

როცა ძლიერი დედა გყავს აცნობიერებ, რომ ბედნიერების საპოვნელად მამაკაცი არ გჭირდება. ხვდები, რომ საპირისპირო სქესის მხარდაჭერის გარეშეც შეგიძლია დამოუკიდებლად მიაღწიო წარმატებას.

როცა ძლიერი დედა გყავს, აცნობიერებ როგორ დაიცვა საკუთარი თავი კონფრონტაციისას და განვითარდე დამოუკიდებლად. არავის მისცემ უფლებას მოგეპყროს ცუდად ან გესაუბროს მეტისმეტად ქედმაღლურად.

როცა ძლიერი დედა გყავს, შენ იცი რა გრძნობაა სიყვარული. რამდენად ღირებულია შენი ოჯახის თითოეული წევრი. ხვდები, რომ ხანდახან ტირილი არ ნიშნავს სისუსტეს.

არ ერიდები საკუთარი გრძნობების გულწრფელად გამოხატვას და არასდროს ამბობ უარს გარშემომყოფთა მხარდაჭერაზე.

როცა გვერდში ძლიერ დედა გყავს, არასდროს განიხილავ წარუმატებლობას, როგორც არჩევანს. შენ ყოველთვის ცდილობ მიიღო ის რაც გინდა, როცა გინდა და ვისთანაც გინდა, დატკბე ცხოვრებით.

ამასთან, შენ თავს მარტო არასდროს გრძნობ,რადგან გყავს გვერდში ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს დაეყრდნობი. ის ვინც შეგახსენებს, რომ საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის, რომ რთულ სიტუაციებს გაუმკლავდე. ის ვინც გიბიძგებს, მიყვე შენს ოცნებებსა და  სურვილებს.

სანამ ძლიერი დედა გყავს, ცხოვრებაში შეუძლებელია არაფერია…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები