LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა გინდა შენი ბავშვი კარგად სწავლობდეს და უყვირი, ისწავლე, ისწავლე! ისწავლის? არ ისწავლის, ცხადია – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

320
zuramxeidze2010

„აზროვნების აკადემია“ ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც კომუნიკაციას ეხება:

„არის სიტუაცია, რომ თანამშრომელს რაღაცას მკაცრად ეტყვი და ის მუშაობს. მაგრამ არის სიტუაციაც, როცა მკაცრად ეტყვი და ვეღარ მუშაობს. ანუ სხვადასხვა რეაქციას იძლევა. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს შედეგიანი კომუნიკაცია?
შედეგი რა მინდა მივიღო, ის რომ გული მოვიფხანო თუ ის, რომ ამან იმუშაოს? თუ მე მინდა, რომ ამან იმუშაოს, მაშინ ჩემი კომუნიკაცია სწორდება შედეგის მისაღებად და არა იმის მიხედვით, მე თავში რა აზრები მომივა.

ესე იგი, კომუნიკაციას აზრი არ აქვს, ერთმანეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, თუ ის არ არის შედეგისთვის გათვლილი. მაგალითად, მინდა, რომ ჩემი ბავშვი კარგად სწავლობდეს და ვუყვირი, ისწავლე, ისწავლე! ისწავლის? არ ისწავლის, ცხადია.

ამას ვამბობ, რომ დაფიქრებულები თუ ვიქნებით, თქვენი კომუნიკაცია გახდება გაცილებით სწორი გავლენების მომხდენი.“ – ამბობს ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები