კრისტიან ბეილიმ, რომელიც ახალი ფილმის „ფორდი, ფერარის წინააღმდეგ“ ჩვენებაზე მეთ დეიმონთან ერთად იმყოფებოდა, „ბეტმენი“– ის კასტინგთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ინგლისელ მსახიობს, მოდელს და მუსიკოსს, რობერტ პატინსონს  ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამით, ,,ბინდის” ვარსკვლავი, ვარსკვლავურ საძმოს უერთდება, რომელშიც გაწევრიანებულია აწ უკვე გარდაცვლილი ადამ უესტი, მაიკლ კიტონი, ჯორჯ კლუნი, ველ კილმერი, ბენ აფლეკი და კრისტიან ბეილი.

კითხვაზე, თუ რას ურჩევს „იდეალური ფსიქოპატი“ ბეილი, თავის 33 წლის შვილობილს, კრისტიანმა განაცხადა, რომ რჩევა ანალოგიური იქნება, რაც მან თავის დროზე ბენ აფლეკს უთხრა.

„მომისმინე მეგობარო, კარგი იქნება თუ ბეტმენის კოსტიუმს გასახსნელი ელვა ექნება, თორემ ტუალეტში სიარულის დროს უბრალოდ დაიტანჯები” ?

„რობერტ პეტინსონი ძალიან საინტერესო ბეტმენს შექმნის, ის საკულტო ფილმისთვის  იდეალური არჩევანია!“ – განაცხადა 45 წლის მსახიობმა.

სხვათაშორის, პატინსონს, ბეილის პარტნიორმა, ,,ოსკარისა” და ,,ოქროს გლობუსის” პრემიის ლაურეატმა მსახიობმა,  მეთ დეიმონმაც გამოუცხადა  ღია მხარდაჭერა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რობერტ პატინსონი „ბინდის“ შემდეგ პირველად ირგებს სერიოზულ კინოროლს.

ცნობისთვის, „ბეტმენი“–ის გამოსვლა 2021 წლის 25 ივნისს იგეგმება, მისი რეჟისორი მეტ რივზია.

 

 

მსგავსი თემები