დღეს თბილისის საბაგირო მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ “თელასის” გეგმური სამუშაოების გამო “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს,“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
✅ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება➡️ თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს "თელასის"…
Posted by თბილისის სატრანსპორტო კომპანია / TBILISI TRANSPORT COMPANY on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019