LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკები გლობალურად გაიზარდა, ჩვენც მაღალი რისკის ქვეშ ვართ – პედიატრი კორონავირუსზე (ვიდეო)

912
pjimage

“ავერსის” კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა და პედიატრმა თამარ ობგაიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2798-მდე გაიზარდა. ეს მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებია, საეჭვო შემთხვევები კი ორჯერ მეტია და თუ აქამდე მაღალი რისკის ინფიცირება ჩინეთსა და მის ირგვლივ მდებარე რეგიონში იყო, ახლა უკვე ეს რისკები გლობალურად გაიზარდა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ “მთავარში” კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება: უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში.

“27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში – 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში – მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ” – აცხადებს ობგაიძე.

მან აღნიშნა, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში ხასიათდება.

“ის ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ყველა შემთხვევაში სიკვდილობას, რა თქმა უნდა, არ იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში და ხანდაზმულ ადამიანებში. გართულება არის ფილტვების ანთება, საკმაოდ მძიმე პლევმონია ახასიათებს, შესაძლოა გართულდეს ბრონქიტით ან თირკმლის უკმარისობით”, – ამბობს პედიატრი.

პედიატრმა ხაზი გაუსვა, რომ ინფიცირებისგან პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა ვაქცინა საქართველოს ჯერ არ აქვს, ამიტომ მოსახლეობამ კონტაქტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას უნდა მერიდოს.

კორონავირუსი გერმანიაშიც დაფიქსირდა

დაინფიცირებულის ეროვნება, სახელი და ასაკი არ სახელდება.

“სიმპტომები კორონავირუსს აქვს მსგავსი, რაც სხვა რესპირატორული ვირუსების დროს არის. ესაა: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვირუსის ვაქცინაცია არ გვაქვს. პირველ რიგში, კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ. აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო, როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები“, – აცხადებს თამარ ობგაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები