LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რისი ღირსიც ხარ, იმედია არ დაგაკლდება, სადაც იქნები!” – ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილი მოზარდის ბაბუაზე

669
BeFunky-collage (2)

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა დღეს, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.

დაკავებამდე ბაბუამ შვილიშვილზე თქვა: ”თავი იმიტო მოიკლა რო გაუპატიურებული იყო და თავის დანაშაული გამოისყიდა!”.

დაღუპული მოზარდის ბაბუის ამ განცხადებას მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეხმაურება.

“ასეთი მრუდე აზროვნების ადამიანები როდემდე უნდა არსებობდნენ ჩვენს გვერდით? 14 წლის ბავშვს,საკუთარ შვილისშვილს თავი მოაკვლევინა ამ ბნელმა და კიდევ აქეთ ამბობს რომ დანაშაული გამოისყიდა მისი სიკვდილით! რისი ღირსიც ხარ, იმედია არ დაგაკლდება, სადაც იქნები!”.- წერს ნინი ბადურაშვილი.

ბაბუა ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა – 14 წლის მოზარდის დედა

ბავშვობაში დედა ძალადობდა ჩვენზე. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ – 14 წლის გოგოს ძმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები