ლონდონში რონ ჰოვარდის ახალი დოკუმენტური ფილმის The Beatles: Eight Days A Week“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე პრემიერის მთავარი გმირები იყვნენ 76 წლის რინგო სტარი და 74 წლის პოლ მაკარტნი, რომლებიც ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. მუსიკოსები ფილმის ჩვენებაზე მეუღლეებთან ერთად გამოჩნდნენ. ისინი არაჩვეულებრივ განწყობაზე იყვნენ და უხვად არიგებდნენ ავტოგრაფებს.

პრემიერის საპატიო სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ, ერიკ კლეპტონი, სტელა მაკარტნი, იოკო ონო, მადონა, პიტერ ჯექსონი და სხვები. რაც შეეხება თავად დოკუმენტურ სურათს, ის ბითლზის შემოქმედების მხოლოდ გარკვეულ წლებს ასახავს. ესაა 1962-1966 წკლების მუსიკალური ტურნეების პერიოდი.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები