LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგითი რაიანის დასაფასებლად: ბელადი, ტიტული, ორდენი

153

ფიჯის ნაკრების მწვრთნელი ბელადის ტიტულით და მიწის ნაკვეთით დააჯილდოეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვების შემდეგ.
ბენ რაიანი მშვიდად ტოვებს კუნძულს, სადაც სახელმოხვეჭილი გახდა.

44 წლის ინგლისელს პროვინცია სერუაში სამი აკრი (1.2 ჰა) მიწა გამოუყვეს. გარდა ამისა, მას უწოდეს Ratu Peni Raiyani Latianara (ბელადის სახელი).

მწვრთნელი ამასთანავე ფიჯის ორდენის კავალერი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ყველაზე საპატიო ჯილდოა.

რაიანმა რაგბის სხვადასხვა ფედერაციებიდან 20-ზე მეტი წინადადება მიიღო.

წლევანდელ ოლიმპიადაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ისტორიაში შევიდა, როდესაც ოლიმპიური თამაშები მოიგო შვიდკაცა რაგბიში (ფინალში ბრიტანეთი დაამარცხა 43:7).
თანაც ეს ოქრო პირველია ფიჯის ისტორიაში.

 

 

Untitled-1

Cq_5YLJWcAA_VLc

Untied-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები