LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„i-რიდე“ COVID19 – ბაზარზე ქართული წარმოების უმაღლესი ხარისხის დამცავი ფარები გამოჩნდა

1653
ss

„i-რიდე“ – ამ სახელწოდებით ბაზარზე ქართული წარმოების, უმაღლესი ხარისხის  სახის დამცავი ფარები გამოჩნდა. პროდუქციას კომპანია „კავკასპაკი“ აწარმოებს. როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული კომპანიის დირექტორმა, ამირან ცერცვაძემ განუცხადა, ფარები მრავალჯერადი გამოყენებისაა და მაღალი გამჭვირვალობით ხასიათდება. ფარის სისქე 300 მიკ.-ია.

„რაც მთავარია, ჩვენი დამცავი ფარები დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული პლასტიკისგან. ანუ, ამ გზით ვცდილობთ, დავიცვათ გარემო და ნაკლები ზიანი მივაყენოთ მას. ამასთან, ფარები დამზადებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ექვემდებარება სრულ დეზინფექციას“, – აღნიშნა ამირან ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, „კავკასპაკმა“ აღნიშნული ფარების საცდელი წარმოება მარტის თვეში დაიწყო, მასიურ წარმოებაზე კი 2 კვირაა გადავიდა.

„ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე წლებია საქმიანობს. ვფლობთ საწარმოს რუსთავში, სადაც დასაქმებული გვყავს 96 ადამიანი. რაც შეეხება პროდუქციას რომელსაც ვუშვებთ, ეს არის ერთჯერადი ჭურჭელი: კონტეინერები, ჭიქები, ა.შ. გვაქვს 2 საწყობი – რუსთავის საწყობიდან მარაგდება რეგიონები, თბილისში არსებული საწყობიდან კი- დედაქალაქი. ეს ის ძირითადი საქმიანობაა, რომელსაც წლებია ვეწევით. რაც შეეხება სახის ფარების წარმოებას, ცხადია, პროფილის შეცვლას არ გეგმავს ჩვენი კომპანია, უბრალოდ, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამცავი ფარების წარმოება“, – აღნიშნა „კავკასპაკის“ დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, მათთან დღე-ღამეში 3000 ერთეული ფარი იწარმოება, რომლებიც სრულიად უანგაროდ რიგდება ცხელ წერტილებში.

„ეს ფარები გათვლილია მედიკოსებზე, სწორედ მათზე ზრუნვის ფარგლებში, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია თბილისისა და რუსთავის საავადმყოფოებში რიგდება სრულიად უსასყიდლოდ. რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცალკეულ სავაჭრო ქსელებთან და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი დამცავი ფარები სააფთიაქო ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებშიც გამოჩნდება. ამასთან, გვაქვს ცალკეული შეკვეთები როგორც იურიდული, ისე ფიზიკური პირებისგან“, – განმარტავს ამირან ცერცვაძე.

ცნობისთვის, კომპანია “კავკასპაკ”-ი დაარსდა 2007 წელს. მისი საქმიანობის სფერო ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებაა, ამ დარგში, საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია წარმატებით ანხორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს რეგიონში.

კომპანიის წარმოების ხაზი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მანქანა- დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

წარმოება ქ. რუსთავში მდებარეობს.

ქართული წარმოების დამცავი ფარით – „i-რიდე”-თი დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599 03 03 28

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები