LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიცხვები გვეუბნება, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ – ჯო ბაიდენი

131
0429454a97158f1da07ef0d8a3dd7e23-XL

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად ექსპერტებს ხვდება, რადგან ისინი თეთრი სახლისთვის ემზადებიან.

„რიცხვები გვეუბნება, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ 74 მილიონზე მეტი ხმა ავიღეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუღია,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ბოლო მონაცმებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით 4.1 მილიონი ხმით უსწრებს.

CNN-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 253.

ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ალასკის, არიზონის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და პენსილვანიის შტატებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები