LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი: უკრაინელებმა „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს

103
რეზნიკოვი და ჰაიმარსი

უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰა­ი­მარ­სის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუ­სუ­ლი საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი ავ­რცე­ლებს:

„ეს წყვეტს მათი (რუ­სუ­ლი) მო­მა­რა­გე­ბის ქსელს და არ­თმევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აქ­ტი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ბომ­ბონ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლით,“ – გა­ნა­ცხა­და რეზ­ნი­კოვ­მა.

ლავროვი: რუსი და უკრაინელი ხალხი ერთად ცხოვრებას გააგრძელებს.. რუსეთი უკრაინას კიევის „ანტისახალხო“ რეჟიმის მოშორებაში აუცილებლად დაეხმარება

გარდა ამისა, როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინამ პირველი თვით­მა­ვა­ლი სა­ზე­ნი­ტო „გე­პარ­დის“ ტი­პის და­ნად­გა­რე­ბის პარტია მიიღო.

„დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ვი­და პირ­ვე­ლი სამი გე­პარ­დი, ეს არის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი, რის­თვი­საც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ვაზ­ნა გად­მოგ­ვე­ცა.“– გა­ნა­ცხა­და ოლექსი რეზნიკოვმა.

უკრაინელები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ ისინი შეტევას ვერ შეძლებენ: არესტოვიჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები