LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნები კვლავ დახურული რჩება – მთავრობა

348
c2e7c863-0c76-46d0-a093-685286fa6258

რესტორნები ისევ დახურული რჩება. მათ კვლავ გატანის სერვისზე მოუწევთ მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობაში შექმნილმა უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კვების ობიექტები გარე სივრცეების გახსნას მხოლოდ აჭარაში შეძლებენ.

„აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები იხსნება. ობიექტები შეძლებენ გარე სივრცეებში მოემსახურონ მოქალაქეებს. თუმცა რა თქმა უნდა ქორწილები და დიდი სუფრები კვლავ აკრძალულია. ქვეყნის სხვა ადგილებში რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას. მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები