LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორან „იმერულ ეზოში“ მოწამლულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

101

რესტორან „იმერულ ეზოში“ მოწამლულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ამჟმად სტაციონარში 15 პაციენტი რჩება – მათგან 5 ბავშვია. იყო თუ არა რესტორან „იმერულ ეზოში“ მიღებული საკვები მათი მოწამვლის მიზეზი – კვლევის საბოლოო პასუხები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

მომხდარის შესახებ კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო.

ინფორმაცია მიეწოდა სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც. რესტორანში გუშინ არაგეგმიური შემოწმება ჩატარდა. სპეციალისტების ინფომრაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო დარღვევები – გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები