LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიაა ის ბეწვის ხიდი, რომელზეც არა ხელისუფლებამ, მოქალაქემ გაიარა – გახარია

129
BeFunky-collage

რელიგია არის ის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტმა დეპუტატებს.გიორგი გახარიას აზრით, მოქალაქეებმა დაიჯერეს და ხელისუფლებას ენდნენ, როცა გადაწყვიტეს, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დაიცავდნენ.
გახარიამ ასევე  აღნიშნა, რომ საბოლოოდ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიომ ნახა, სადაც ადამიანები 2-მეტრიანი დისტანციით ლოცულობენ.

მისივე თქმით, მთავარია, რომ აღდგომის ღამის შემდეგ ქვეყანამ ეპიდაფეთქება არ მიიღო.

“თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, რომ ახლა ამას შევანჯღრევთ და როგორმე იქნებ კონფლიქტი გაჩნდეს და ცდილობდით ამას, ყოველშემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად რა მოხდა? – მარტივი რაღაცა მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო, სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი იყო, სადღაც იყო ერთეული შემთხვევები. მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი არის ორი რამ – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, მოდით სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ გავაკეთოთ, მოუწოდებდა რომ ეს გავაკეთოთ, ოღონდ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ორმეტრიანი დისტანციით ლოცულობენ. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები