LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს, არაქათგამოცლილია – სააკაშვილის მოკრძალებული რჩევა ახალგაზრდებს (ვიდეო)

129
saakashvili-poliCIas (1)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, პოლიციელები მორალურად გატეხილები არიან -” ვიღაცებმა უარი თქვეს დარბევაზე და ამიტომ მოუხდათ ღობეების დაყენება. ეს არის სისუსტის ნიშანი.“

მისივე თქმით, ახლა ლეგიტიმურობა დაკარგულ ხელისუფლებას ახალგაზრდებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი და  ბრძოლა სწორედ რეგიონებში უნდა დაიწყონ.

„ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახლა გაშლა რეგიონებში. რეგიონებში საერთოდ არა ჰყავთ ძალები. თუ პარლამენტის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ რობოკოპებით და თბილისის ცენტრს კიდევ დაიკავებენ, რეგიონებში არც მორალი არ აქვს პოზიციას, არც პოლიციას, არც ივანიშვილი საკმარის ფულს არ უხდის იქ.

მთავარია, რეგიონებში ადგილზე ახალგაზრდებმა აიღონ ლიდერობა, არ არის საჭირო ყველას რუსთაველზე ჩამოსვლა, ადამიანებმა შეიძლება, იგივე გააკეთონ იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, ყველგან. არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, ეს უკვე არის პრინციპული საკითხი საქართველოს გადასარჩენად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები