LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში ოლიმპიური აუზები აშენდება

131
ვაკის-საცურაო-აუზი

რამდენიმე რეგიონში იგეგმება ოლიმპიური აუზების მშენებლობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმება ოლიმპიური აუზის მშენებლობა, ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში – საცურაო აუზების, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში, სტადიონების რეაბილიტაცია – სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში, ხოლო ახალი სტადიონების მშენებლობა ყვარელსა და მარნეულში. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრსტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს დასრულდა ახმეტისა და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებში სპორტული კომპლექსისა და თანამედროვე სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები.

„მოეწყო თანამედროვე ტიპის ინფრასტრქუტურა, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას. ამასთან, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის. 2019 წელს იგივე მიზნებისთვის 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი რეგიონული ფონდიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები